რა ღირს სამედიცინო ავიაციის მომსახურება

რა ღირს სამედიცინო ავიაციის მომსახურება

რა ღირს სამედიცინო ავიაციის მომსახურება

ავადმყოფების ავიაგადაზიდვით დაკავებული კომპანიები ეხმარებიან უამრავი სიცოცხლის გადარჩენაში, ხშირად უწევთ მუშაობა დრამატულ პირობებში და უდავოდ ხშირად არიან სამედიცინო დახმარების ერთადერთი საშუალება, განსაკუთრებით მოშორებულ და ძნელად მისაღწევ ადგილებში. მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე 60 წუთის განმავლობაში სამედიცინო დახმარების გაწევის უახლოეს ადგილთან ავადმყოფების გადაყვანის გამო ყოველწლიურად არჩენენ დაახლოებით 82 მილიონ სიცოცხლეს; მსოფლიო სტატისტიკის მასშტაბებით ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია . თუმცა საავიაციო სასწრაფო დახმარების ღირებულება ყოველთვის არ შედის სამედიცინო დაზღვევაში, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, რაც ხდის უამრავ პაციენტს ფინანსურად დაუცველს და უტოვებს მათ უზარმაზარ გადასახდელ ანგარიშებს. დახმარების გაწევის შემდეგ პაციენტების უმრავლესობა რჩება დაბნეული: როგორ შეიძლება, რომ ამდენად ხანმოკლე მგზავრობა ასე ძვირი ღირს?

მსოფლიო სტატისტიკის მონაცემების თანახმად, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი პერიოდულად დამოკიდებულია საავიაციო ტრანსპორტის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დახმარების საჭიროების მქონეთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია ნამდვილად ჰქონდეს მისი იმედი. მრავალრიცხოვან სოფლის რაიონებში მოწინავე სამედიცინო დახმარება შეიძლება საერთოდ არ არსებობს და ადამინებს, რომლებმაც მიიღეს სერიოზული ტრავმა ან საჭიროებენ სპეციალურ დახმარებას, შეუძლიათ ჰქონდეთ ავიაციის – როგორც სამედიცინო დახმარების ერთადერთი წყაროს იმედი.

ჩვეულებრივ, როდესაც პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ ან სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას, რიგგარეშე ამოცანა არის სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, თან რაც შეიძლება სწრაფად. ჩვეულებრივ პაციენტებმა არ იციან ტრანსპორტირების ხერხის თაობაზე, ამიტომ, როდესაც დაზღვევის არარსებობის პირობებში იღებენ ანგარიშებს კერძო გადამზიდველისაგან, ავადმყოფობის ფონზე ვარდებიან  უარესს ტრანსში.

ავადმყოფების ავიაგადაზიდვის მომსახურების ღირებულების ცვლადი შემადგენელი  

ნებისმიერ კერძო გადამზიდველს საშუალოდ ყოველწლიურად ესაჭიროება სამი მილიონი დოლარი, რათა 24 საათის განმავლობაში მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნოს სამედიცინო ავტოტრანსპორტის ბაზა. უმეტეს წილად, სტატისტიკური ანგარიშების თანახმად, სამედიცინო საჰაერო ტრანსპორტის ღირებულება რჩება უცვლელი, ავიაბაზის განთავსების მიუხედავად. თუმცა საჰაერო სასწრაფო დახმარების ღირებულების განსაზღვრა აარ არის ისეთი სწორხაზოვანი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. როგორც ამტკიცებენ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, საავიაციო სასწრაფო დახმარების საშუალო ღირებულება 100 კმ-მდე მანძილზე გადაყვანისას შეადგენს  12 000-დან 25 000 აშშ დოლარამდე რეისზე. ყველაზე რთულ შემთხვევებში (სამედიცინო დანადგარებიდან და ტექნიკური მომსახურებიდან გამომდინარე) ამ ციფრმა შეიძლება მიაღწიოს ექვს მილიონ დოლარს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ახდენენ გავლენას ავადმყოფების ავიაგადაზიდვაზე. მათ რიცხვს, მაგალითად მიეკუთვნება ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე, ბორტზე ეკიპაჟის წევრების რაოდენობაა, თანმხლები სამედიცინო პერსონალის რაოდენობა,  24-საათიანი მომსახურების შესაძლებლობა, სხვა ქვეყნიდან სამედიცინო ევაკუაციის ღირებულება და ა. შ..

Читайте также  HeliRussia 2018 готовит премьеры

 

ამერიკულ შტატ მონტანაში ჩატარებულმა კვლევამ აცენა, რომ საავიაციო სასწრაფო დახმარების ღირებულება, ჩვეულებრივ იყოფა ორ ძირითად ნაწილად: სასტარტო შენატანი და საფრენი კმ-ს (მილის) ღირებულება. პირველი ფაქტორი მერყეობს $8500 და  $15 200 დიაპაზონში, ხოლო მეორე შეიძლება ვარირებდეს $26-დან $133-მდე (კმ. ან მილი) ფარგლებში. ეხლა რიგ ამერიკულ შტატში ტარდება ფართომასშტაბიანი ფასთა პოლიტიკის შესწავლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების დარგში, რომელიც შემდგომში შეიძლება რეალიზებულ იქნას სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. კარგი ამბავი არის ის, რომ საჰაერო ავიაციის ზოგიერთი წარმომადგენელი სთავაზობენ წევრობის პროგრამას, რათა დაიცვან თავისი კლიენტები უზარმაზარი ანგარიშებისაგან. ეს მოსახერხებელია, როდესაც თქვენ ცხოვრობთ მოშორებულ რაიონში ან, მაგალითად, პერიოდულად ემგზავრებით დასასვენებლად ევროპის სამთოსათხილამურო კურორტებზე, სადაც ტრავმის მიღების რისკი ძალზედ მაღალია, ხოლო განვითარებული ინფრასტრუქტურა გაძლევთ შესაძლებლობას უპრობლემოდ დაჯდეთ და აფრინდეთ კერძო სამედიცინო თვითმფრინავით ან სპეციალიზებული სატრანსპორტო შვეულმფრენით.

საავიაციო სამედიცინო დახმარების ღირებულება: შეიძლება მისი შედარება სიცოცხლის ღირებულებასთან?

საავიაციო მედიცინის მომსახურება მნიშვნელოვან წილად გამოყენებადია საგანგებო სიტუაციებში, როდესაც დრო იძენს საკვანძო მნიშვნელობას. ასეთ გარემოებებში პაციენტს არ შეუძლია უარის თქმა ან მოილაპარაკოს სამედიცინო საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებულ ხარჯებზე. ამიტომ სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა ცდილობს გაითვალისწინოს თავის პოლისებში და ცადოს ავადმყოფების საგანგებო ავიაგადაზიდვის ღირებულება, განსაკუთრებით, თუ ფიზიკური პირი არ მოითხოვს ავარიულ ტრანსპორტირებას მიწისზედა ტრანსპორტით. ბევრი დაზღვევა მოიცავს მხოლოდ სამედიცინო სატრანსპორტო მომსახურებას, ანუ გადაყვანას უახლოეს ჰოსპიტლამდე, მაგრამ არ დაფარავს ამბულატორული მკურნალობის ხარჯებს. ხანდახან ავია გადამზიდველის მომსახურების ღირებულება სცდება სადაზღვევო პოლისის ფარგლებს და მაშინ ზენორმატიული თანხის დაფარვის საკითხი ხდება პაციენტის ტავის ტკივილი.

როგორც წესი, სამედიცინო დაზღვევა ფარავს მომსახურებას, რომელიც ესაჭიროება პაციენტს ტრანსპორტირების დროს, მაგალითად სიცოცხლის მხარდაჭერის მოწყობილობები და ჟანგბადი, ამასთანავე სამედიცინო ავიაციის ღირებულება მოიცავს გადაყვანას კლინიკამდე, რაც შეიცავს ტრანსპორტს თვითმფრინავამდე და თვითმფრინავიდან. დაცვის ერთი-ერთი ყველაზე საუკეთესო ზომა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის – წინასწარ იცოდეთ საჰაერო ამბულატორიის მუშაობის ნიუანსები სანამ რომელიმე თქვენთაგანი მოხვდება საგანგებო სიტუაციაში.

Читайте также  Медицинская авиация, Франция

დაზღვევის ეფექტური გამოყენება

სამედიცინო ავიაციის ჩართვა სადაზღვევო პოლისში ვარირებს სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა მზღვეველბთან.   საავიაციო სასწრაფო დახმარების ხარჯი ხანდახან ჩართულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში. საავიაციო მედიცინის ფინანსური დაფარვა გამოგადგებათ, როდესაც ვინმე იღებს ტრავმად მოგზაურობის დროს ან შემთხვევაში, როდესაც სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება საჭიროა საგანგებო სიტუაციის გამო, ხოლო კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია ამ რეგიონში. როგორც წესი, საავიაციო სასწრაფო დახმარების ღირებულება იფარება სამედიცინო დაზღვევის წარმდგენი კომპანიების მიერ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ არც მკურნალი ექიმი დაადასტურებს ავადმყოფის ავიაგადაზიდვის საგანგებო საჭიროებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფორს-მაჟორულ გარემოებებზე ბევრი არ ფიქრობს წინასწარ, კვლავ მნიშვნელოვანია წინასწარ იქნას გათვალისწინებული ყველა სირთულე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. სადაზღვევო პოლისი, მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს უნდა შეარჩიოთ მშვიდად და გააზრებულად, ხოლო საგანგებო სიტუაციის არსებობას არ უწყობს ხელს გადაწვეტილების ცივი გონებით მიღებას.

საავიაციო მედიცინის ხელმისაწვდომი ვარიანტები

კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV), რომელიც არის საავიაციო ბიზნეს-ასოციაციის წევრი, თანამშრომლობს რიგ ავია გადამზიდავთან, რაც იძლება უპრეცენდენტო დონის სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობას. კომპანიის სპეციალისტები მოაწყობენ სამედიცინო რეისს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო და საფრენ ეკიპაჟთან, ხარისხიანად აღჭურვილ საჰაერო ხომალდზე, უმოკლეს ვადებში და ოპტიმალურ ფასად. თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლობელს ესაჭიროება ავადმყოფების ავიაგადაზიდვა, მათ შორის მწოლიარეს, მომართეთ კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV) -ს და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა საიმედო ხელშია.

ოლღა შოშინა

admin

Comments are closed.