სამედიცინო ავიაცია: 10 მნიშვნელოვანი რჩევა შორს მანძილზე გადამზიდველის შერჩევისათვის

სამედიცინო ავიაცია: 10 მნიშვნელოვანი რჩევა შორს მანძილზე გადამზიდველის შერჩევისათვის

ახლობელის ადამიანის ტრანსპორტირება, რომელსაც წარმოშვა ჯანმრთელობის პრობლემები – უდიდესი შრომაა. საგანგებო სამედიცინო პრობლემებმა და ინვალიდობამ შეიძლება გახადოს ადამიანი არაადეკვატური და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვის უუნარო, ხოლო ასეთი ადამიანების ტრანსპორტირების ნებისმიერი არაპროფესიული მცდელობა  სათანადო მომზადების ან დანადგარების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები და არასასურველი გამოსავალი. ვინაიდან მოთხოვნები თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და სამედიცინო სიტუაცია შეიძლება განსხვავდებოდეს, შორ მანძილზე ავადმყოფის ტრანსპორტირებისათვის  სწორი სამედიცინო ტრანსპორტის ძიება შეიძლება მართლაც გახდეს რთული ამოცანა.

რა უნდა გაითვალისწინოთ

იცით თუ არა, რომ მხოლოდ აშშ-ში, სადაც შეისწავლებოდა სტატისტიკა, ყოველწლიურად სამედიცინო ტრანსპორტით სხვადასხვა დაწესებულებებში გაემგზავრება ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი? მათგან 400 000 ადამიანი გადაიყვანეს სამედიცინო სატრანსპორტო შვეულმფრენებით, ხოლო 150 000 – სამედიცინო თვითმფრინავებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ციფრი აღემატება რამდენიმე მილიონს.

სამედიცინო ავიაციის მოთხოვნადობა დაკავშირებულია იმასთან, რომ დღესდღეობით ეს არის საგანგებო და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებები მქონე ადამიანების შორ მანძილების გადაყვანის ოპტიმალური არჩევანი. შეუდარებელი სიჩქარე, სათანადო განთავსება და პროფესიული სამედიცინო პერსონალი – ეს არის იც, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ სთავაზობენ მიწისზედა სასწრაფო დახმარების მანქანები.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული საჰაერო ტრანსპორტის ძიებისას. სამედიცინო ავიაციის ყველა კომპანია არ არის აგებული ანალოგიური სქემებით, ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღებისას  და შეისწავლოთ ის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებიან შორს მანძილზე პაციენტების გადასაყვანად საუკეთესო სატრანსპორტო კომპანიის შერჩევაში.

  1. აკრედიტაციის საკითხები

აკრედიტაციის და სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გახდეს სამედიცინო ავიაციის არაპროფესიული და საეჭვო კომპანიებისაგან თქვენი დაცვის ძირითადი ხაზი. არსებობს რიგი აკრედიტაციები, ლიცენზიები და სერტიფიკატები, რომლებიც უნდა მიიღოს საჰაერო სასწრაფო დახმარების მომსახურების გამწევმა კომპანიამ. რატომ აქვს მნიშვნელობა აკრედიტაციას? იმიტომ რომ გადამზიდავი უნდა შეესაბამებოდეს ზედამხედველი ორგანოების მიერ დადგენილ სტანდარტების გარკვეულ კომპლექსს. ეს იძლევა მომავალი რეისის უსაფრთხოების, ავადმყოფების ავიაგადაზიდვის საიმედოობის გარანტიას და აძლევს მკაფიო წარმოდგენას კომპანიის რეპუტაციის თაობაზე.

  1. უსაფრთხოება: თავდაპირველად და ყოველთვის!
Читайте также  Красота в глазах смотрящего: как визуализация данных помогает управлять фармкомпанией

თქვენს სიმშვიდეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, როდესაც საუბარია საჰაერო სასწრაფო დახმარების  შესაფერის კომპანიაზე. პატივცემულ გადამზიდავს არ ექნება პრობლემა წარმოგიდგინოთ კონფიდენციალურობის სტანდარტები, რეკომენდაციები, ინფომრაცია სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების და საგანგებო პროფესურების შესახებ, რომელთა განხორციელების უფლება აქვს გადამზიდავს. მხოლოდ საუკეთესო სამედიცინო სატრანსპორტო კომპანიები იძლევიან გარანტიას, რომ მათი პერსონალი გადის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მომზადებას და იცავს კონფიდენციალურობის სტანდარტებს, რომლებზეც ვრცელდება კანონო საექიმო საიდუმლოს შესახებ.

  1. მოვლა და კომფორტი პაციენტებისათვის

ავადმყოფების გადაზიდვა შორს მანძილებზე შეიძლება გახდეს ძალიან დამღლელი პროცესი როგორც პაციენტისათვის, აგრეთვე მისი ახლობლებისათვის, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ გადაზიდვას აღჭურვილი იყოს სამედიცინო დანადგარებით და პაციენტების მოვლის მოწყობილობებით სრული მოცულობით. მოგზაურობა მშობლიურ ქვეყანაში და მით უმეტეს ტრანსპორტირება სხვა სახელმწიფოში სავარაუდოდ იქცევა დამღლელი და დაძაბულ მოგზაურობად, განსაკუთრებით, თუ ვერ მოასწარით ავია გადამზიდავის შერჩევისათვის სათანადო ყურადღების მოქცევა. პროფესიული სამედიცინო პერსონალის გარდა კერძო თვითმფრინავზე ან სატრანსპორტო შვეულმფრენზე უნდა იყოს განთავსებული მოხერხებული საავადმყოფო ლოგინი სამკურნალო ლეიბით, ჩაშენებული სანიტარული კვანძი, სარეზერვო ჟანგბადის ბალონები, ასპირაციის აპარატი, ხელოვნური კვების ზონდი და ა. შ..

4. შემოთავაზებული მომსახურება

  1. როგორც წესი, სამედიცინო ავიაციის საუკეთესო წარმომადგენლებს შეუძლიათ მომსახურების სრული სპექტრის შემოთავაზება საგანგებო მდგომარეობისათვის. ეს კომპანიები ბორტზე პროფესიონალთა გუნდებით არამხოლოდ იციან თუ როგორ გაწიონ სამედიცინო დახმარება ჰაერში, არამედ შეუძლიათ ალტერნატიული მიწისზედა დახმარების შემოთავაზება და მოაწყონ სამედიცინო გაყოლის ლიცენზირებული ვარიანტების ორგანიზება. გადამზიდავის სერტიფიცირებული ეკიპაჟი უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების რამდენიმე დონეს თითოეული რეისი დროს. კერძო თვითმფრინავები უნდა იყონ აღჭურვილნი თანამედროვე სამედიცინო აპარატებითა და ნეონათალური მოწყობილობებით უმაღლესი დონის კლინიკური დახმარების გაწევისათვის.
    1. კომერციული სამედიცინო თანხლება

    შორ მანძილზე გადაზიდვის საჭიროების მქონე ყველა პაციენტს არ ესაჭიროება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიანი მონიტორინგი. ზოგიერთს დახმარება სჭირდებათ მხოლოდ ავიაგადაზიდვის დროს ან ესაჭიროებათ კონკრეტული პროცედურები მოგზაურობის დროს. პაციენტთა მოთხოვნებიდან გამომდინარე ავია გადამზიდავს აქვს შესაძლებლობა შემოსთავაზოს კომერციული სამედიცინო დახმარება, ექიმის, მედდის ან ფელდშერის დახმარება. იმისათვის, რომ ავადმყოფების ავაიგადაზიდვა ჩაიაროს მაქსიმალურად უპრობლემოდ, დარწმუნდით, რომ გამოყოფილ სამედიცინო პერსონალს გააჩნია ყველა საჭირო სერტიფიკატი, დიპლომი და ლიცენზია; მედიკოსებს უნდა ჰქონდეთ გავლილი მომზადება საავიაციო მედიცინის დარგში ჰაერში გადაუდებელი დახმარებისათვის.

    1. ტრანსპორტირება საავადმყოფოდან საავადმყოფომდე

    მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფების ავაიგადაზიდვის კოორდინაციის საკითხის ლოგისტიკური მხარე შეიძლება იყოს საკმაოდ რთული პროცესი, მხოლოდ პროფესიული კომპანია გაიგებს თქვენს საჭიროებას მოგზაურობის თითოეული დეტალის სწორ განმარტებაში. ტრანსპორტირება საავადმყოფოდან საავადმყოფომდე გულისხმობს დახმარების გაწევას გზის ყველა ეტაპზე: საბაზო სამედიცინო დახმარება, მომზადებული ექიმების ან მედდების თანხლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აპარატული მხარდაჭერა, ამბულატორული მომსახურება და ინვალიდის ეტლში პაციენტების გადაადგილების მომსახურება.

    1. საგანგებო ზრუნვა პაციენტებზე

    ავიაგადამზიდავის მიერ თქვენი მომართვის დამუშავების სიჩქარემ შეიძლება ბევრი თქვას გაწეული მომსახურების ტიპზე. უბედური შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული სატრანსპორტო კომპანიის შერჩევისას მდგომარეობს იმაში, რომ მათ გააჩნიათ პერსონალი, რომელსაც აქვს გავლილი სწავლება მსგავს ვითარებაში მოქმედებებზე. მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილების აუცილებლობის გაგება და პროფესიონალი მძღოლებისა და მფრინავების მეშვეობით მუდმივი გადაადგილების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით როდესაც პაციენტი საჭიროებს ტრანსპორტირებას შორს მანძილზე, ხდის  ავადმყოფების ავაიგადაზიდვას   ამდენად მოთხოვნად მომსახურებად თანამედროვე სამყაროში.

    1. ტრანსპორტირება მცირე და დიდ მანძილებზე

    ავია გადამზიდველის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შერჩეული ოპერატორი მუშაობს თქვენს რეგიონში და შეუძლია გადაადგილება თქვენთვის საჭირო დანიშნულების პუნქტამდე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამედიცინო ავიაციის მომსახურებას უმეტეს წილად მიმართავენ  პედიატრიის, დონორების ორგანოების ტრანსპორტირების, საკითხებში და გულსისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევაში  და სხვადასხვა ტრავმების მქონე ავადმყოფების ავიაგადაზიდვისთვის.

    სერტიფიცირებული საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები მაშინვე მზად არიან შემოსთავაზოს ნუსხა მათი მომსახურების ჩამონათვალით, დაადასტურონ პაციენტებზე სრული მოვლის უზრუნველყოფის მზაობა და აგრეთვე მოაწყონ კლიენტის საჰაერო და მიწისზედა გაყოლა.

    1. ერიდეთ ფარულ დანახარჯებს

    დანახარჯებმა საჰაერო სასწრაფო დახმარების ანაზღაურებაზე შეიძლება დიდი ხვრელი მოაწყონ თქვენ ბიუჯეტში. ბოლო, რიოსი დანახვაც გსურთ ეს არის მოუმზადებელი შეხვდეთ ფასთა უეცარ რყევას, ამიტომ წინასწარ დარწმუნდით, რომ ყოველმხრივ დაიზღვიეთ თავი მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში. პირდაპირ კითხეთ აგენტებს მათი მომსახურების ფარული ან დამატებითი ხარჯების თაობაზე. რასაკვირველია, მოგზაურობის ხანგრძლიობა და პაციენტისთვის საჭირო მომსახურების ტიპი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს საბოლოო თანხაში, თუმცა ყოველთვის უმჯობესია მომავალი ხარჯების წინასწარ ცოდნა, რათა გქონდეთ შესაძლებლობა შეადაროთ რამდენიმე კომპანია და შეარჩიოთ ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება.

    1. შეისწავლეთ გამოხმაურებები კომპანიის შესახებ

    ბოლო ასპექტი, რომლის მნიშვნელობის გადაფასება რთულია ეს არის კლიენტების გამოხმაურება. ყოველთვის გაეცანით ამ ინფორმაციას დაჯავშნის წინ. იკითხეთ ნაცნობების აზრი, წაიკითხეთ გამოხმაურება მომსახურების შესახებ ინტერნეტში – გააკეთეთ ყველაფერი საკუთარი სიმშვიდისათვის. ბოლოსდაბოლოს თქვენ ხომ არ გინდათ დაუკავშირდეთ ავია გადამზიდველს, რომელსაც არ გააჩნია საგანგებო სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება ან გააჩნია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მნიშვნელობის ნულოვანი გაგება.

სამედიცინო ავიაციის ყველა კომპანია ერთნაირი არ არის

როდესაც საქმე მიდის შორ მანძილებზე ავადმყოფების ავია გადაზიდვამდე, საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორისათვის უნდა იყოს პრიორიტეტი პაციენტის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. კარგი რეპუტაციის და აკრედიტირებული კომპანიები ყოველთვის იზრუნებენ იმაზე, რომ მათი ტრანსპორტი იყოს დაკომპლექტებული მაღალი დონის და თანამედროვე დანადგარებით, ხოლო ბორტზე მორიგეობდეს გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა.

კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV) იძლევა გარანტიას, რომ კლიენტები მიიღებენ სამედიცინო მომსახურების უპრეცენდენტო დონეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა გაემგზავრონ. თუ თქვენ გჭირდებათ ავადმყოფის – ხანდაზმული ნათესავის, ინვალიდის და განუკურნებელი სებით დაავადებული ახლობლის – ავია გადაზიდვის ორგანიზება, ჩვენი პარტნიორები შემოგთავაზებენ საჰაერო ხომალდებს თანამედროვე დანადგარებით და სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალით.

ოლღა შოშინა

admin

Comments are closed.