როგორ გავხადოთ სამედიცინო ევაკუაცია სტრესისგან სრულიად თავისუფალი

როგორ გავხადოთ სამედიცინო ევაკუაცია სტრესისგან სრულიად თავისუფალი

როგორ გავხადოთ სამედიცინო ევაკუაცია სტრესისგან სრულიად თავისუფალი

ფორს-მაჟორული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები შეიძლება წააწყდნენ რიგ პრობლემას, განსაკუთრებით, თუ უბედურება მოხდა საზღვარგარეთ. სავიზო საკითხები, ენობრივი ბარიერი – არსებობს უამრავი ელემენტი, რომლებიც ააწყობენ პაზლს თქვენს საწინააღმდეგოდ. მეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების გასამარტივებლად, მომავალი მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ რიგი ფაქტორი.

შეინახეთ თქვენი სამედიცინო ჩანაწერები და საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი ადვილად მისაწვდომ ადგილში

გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის განხორციელების საჭიროების შემთხვევაში დაშვება საჭირო დოკუმენტებთან შეიძლება გართულებული იყოს, განსაკუთრებით, თუ ისინი არ ინახება  ხელმისაწვდომ ადგილზე. ამისათვის აზრი აქვს თარგმნოთ ჩანაწერები (რეცეპტების სია, ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან) ელექტრონულად და შეინახოთ ის ელექტრონულ ფოსტაზე. გარდა ამისა ეს შეამსუბუქებს ინფორმაციის მოძიებისა და გადაცემის პროცესს, ვინაიდან არ იქნება ინფორმაციის დაბეჭდვის საჭიროება.

დარწმუნდით, რომ სამედიცინო ევაკუაცია იფარება თქვენი დაზღვევით

ჯანმრთელობის დაზღვევამდე ან ევროპაში მოგზაურობისათვის პოლისის გაფორმებამდე გაეცანით დაზღვევის წარმოდგენის პირობებს და დარწმუნდით, რომ სამედიცინო ევაკუაციის მომსახურება ჩართულია სამედიცინო პოლისში. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც გააჩნია პერიოდული გამწვავების ტენდენცია.

ჩაატარეთ მცირე კვლევა

მოგზაურობამდე აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რათა გაიგოთ თუ რას უნდა ერიდოთ, დააზუსტეთ ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატების მიღებაში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ და მიიღეთ სიფრთხილის ყველა ზომა იმ ქვეყნის დაავადებებისაგან დასაცავად, რომელთა სტუმრობასაც თქვენ გეგმავთ. გარდა ამისთანავე წინასწარ უნდა გაიგოთ თქვენი დროებითი ყოფნის ქვეყანაში საავადმყოფოების არსებობის თაობაზე. დამატებით უნდა აიღოთ თქვენი სამედიცინო რეცეპტები, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი კანონები სამკურნალო პრეპარატების გაშვებასთან დაკავშირებით.

იცოდეთ საჰაერო სამედიცინო ევაკუაციის ნიუანსები

ავადმყოფების ავიაგადაზიდვის ძირითადი მიზანია პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში. პაციენტს თან ახლავს სამედიცინო სპეციალისტები, ხოლო კერძო თვითმფრინავი აღჭურვილია ინტენსიური თერაპიის საშუალებებით, ჟანგბადის ნიღბებითა და მედიკამენტებით. ავია გადამზიდველთა უმეტესობას შტატში ყავს ირიბი სპეციალისტები (თარჯიმნები, სავიზო კანონმდებლობის კონსულტანტები და ა. შ.), რომლებიც იღებენ ტავის თავზე ბიუროკრატიული ნიუანსების ლომის წილს. ეს გუნდი უკავშირდება პაციენტის ახლობლებს, არეგულირებს საკითხებს მიმღებ საავადმყოფოებთან და ექიმებთან, სადაც ეს საჭიროა, უკავშირდებიან ქირურგებს, ფიზიოთერაპევტებს და უცხოელ სპეციალისტებს.

Читайте также  {:ru}7 фактов, которые необходимо знать о воздушной медицинской репатриации{:}{:ua}7 фактів, які необхідно знати про повітряну медичну репатріацію{:}{:tj}7 далелҳо дар бораи репатриатсияи ҳавопаймоии тиббӣ, ки онҳоро донистан зарур{:}{:ge}7 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ სამედიცინო რეპატრიაციის შესახებ {:}

უმთავრესი არის საკუთარ ჯანმრთელობაზე კარგი ზრუნვა  

ჯანმრთელობა არის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და პრობლემების თავიდან ასაცილებლად თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ სხეულსა და გონებაზე. დიახ, საგანგებო სიტუაციებისაგან არავინაა დაცული, მაგრამ თუ თქვენ იღებთ წამლებს ან თქვენმა მკურნალმა ექიმმა გთხოვათ ერიდოთ გარკვეულ გარემოებებს, უმჯობესია დაიცვათ ეს რეკომენდაციები.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დგება ფორს-მაჟორი და სამედიცინო ევაკუაციის საჭიროება ანდა თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს ესაჭიროება ავადმყოფის ავიაგადაზიდვა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV)-ს, რომლის სპეციალისტები გააკეთებენ ყველაფერს, რათა დაგეხმარონ თქვენი პრობლემების გადაწყვეტაში.

გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას და ნაკლებ სტრესს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით!

ოლღა შოშინა

admin

Comments are closed.