7 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ სამედიცინო რეპატრიაციის შესახებ

7 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ სამედიცინო რეპატრიაციის შესახებ

სამედიცინო რეპატრიაციის საჭიროება არის უცხო ქვეყანაში დასასვენებლად ან მივლინებაში ჩასული ნებისმიერი უცხოელის ყველაზე უარესი კოშმარი. მთელი ეს სიტუაცია შეიძლება იყოს ძალზედ სტრესული და შემაშფოთებელი. როდესაც თქვენ იმყოფებით თქვენი მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში და თქვენ ჯანმრთელობას ექმნება რაიმე ფორს-მაჟორული თქვენ იცით რა გააკეთოთ, ვის დაურეკოთ და სად გაიქცეთ, თქვენს გარშემო თქვენი ნათესავები და მეგობრები არიან და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც საუბრობენ თქვენს მშობლიურ ენაზე და ნამდვილად გაგიგებენ თქვენ.

ყოველივე ეს შეიძლება არ არსებობდეს, როდესაც თქვენ მოგზაურობთ ან ცხოვრობთ საზღვარგარეთ. ფინანსური დანახარჯები, უსაფრთხო სამედიცინო ტრანსპორტი – არსებობს უამრავი რამ, რაზეც უნდა დაფიქრდეთ და გაითვალისწინოთ, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ საზღვარგარეთ გამსვლელ პირებს ესმოდეს, რომ შესაძლო სამედიცინო რეპატრიაციის მომზადება უნდა განხორციელდეს საგანგებო შემთხვევის დადგომამდე. აი რა უნდა გაითვალისწინოთ.

სამედიცინო რეპატრიაციის გაგება

საჰაერო სამედიცინო რეპატრიაცია განკუთვნილია მოგზაურებისათვის და ექსპანტებისათვის, რომლებიც უნდა იქნან გადაყვანილი მათ მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში ან სხვა ადგილზე, სადაც მათ გაუწევენ სათანადო სამედიცინო მოვლას მეგობრებისა და ახლობლების წრეში.

ოპერატორი, რომელიც დაკავებულია ავადმყოფების ავია გადაზიდვით, უნდა მისცეს ევაკუაციისა და რეპატრიაციის ადეკვატური დონე პირველ ზარზე პასუხის მომენტიდან. ამ თვალსაზრისით არსებობს საიმედო პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისთვის საჭირო დახმარების სწრაფ მიღებას საკოორდინაციო ცენტრიდან პროფესიონალური მართვით.

სადაზღვევო დაფარვა სამედიცინო რეპატრიაციის დროს

როდესაც თქვენ აფორმებთ სადაზღვევო სამედიცინო პოლისებს, დარწმუნდით, რომ დაზღვევა ფარავს სამედიცინო რეპატრიაციას და სამედიცინო ევაკუაციას – ეს იძლევა გარანტიას, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სათანადო დახმარებას და მკურნალობას. აუცილებელია თავად გაეცნოთ დაზღვევის პირობებს და შეამოწმოთ, რა მომსახურებას და რა ოდენობის თანხას ფარავს დაზღვევა. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ სამედიცინო ევაკუაციას შესაძლებელია, თანაც არამხოლოდ საგანგებო შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როდესაც მახლობლად არის სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურება არ პასუხობს თქვენ.

Читайте также  Медицинская авиация, Болгария

იდეალური არჩევანი – სამედიცინო დაზღვევის გაფორმება ჩარტერულ ოპერატორთან, რომელიც სთავაზობს სამედიცინო რეპატრიაციას 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე მთელი წლის მანძილზე. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო მომსახურების პაკეტის შეძენას.

სამედიცინო ისტორიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

დაშვება სამედიცინო დოკუმენტებთან და ისტორიასთან შეიძლება იყოს რთული და შრომატევადი, განსაკუთრებით სასწრაფო საჭიროების შემთხვევაში. ამ მიზეზით უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი თერაპევტული ჩანაწერების, მედიკამენტების მოკლე ჩამონათვალის და მკურნალი ექიმის საკონტაქტო ინფორმაციის ქონა ელექტრონული ფოსტის  ჩანაწერებში. გარდა ამისა ეს ხდის გაცილებით უფრო მარტივს მონაცემთა აღდგენასა და გაცვლას.

სამედიცინო რეპატრიაციის მომსახურების გამწევი ოპერატორის აკრედიტაცია

კერძო ოპერატორის აკრედიტაციის შემოწმება მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრისათვის ღირს თუ არა მისი მომსახურებით სარგებლობა. სატანადო დოკუმენტების არსებობა იძლევა გარანტიას, რომ ოპერატორი შეესაბამება სააკრედიტაციო ორგანოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულ შემთხვევაში აკრედიტაცია წარმოადგენს ხარისხის ბეჭედს და აჩვენებს კომპანიის საიმედოობასა და მუდმივობას.

ტრანსპორტირების ხასიათი სამედიცინო რეპატრიაციის დროს  

ავია გადამზიდავი, რომელიც სთავაზობს სამედიცინო რეპატრიაციის მომსახურებას, უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს, თითოეული ცალკე აღებული პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. არსებობს რამდენიმე საკვანძო ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს პარამედიკოსმა: გადაფრენის მანძილი, მგზავრის სიცოცხლის ფუნქციების მხარდამჭერი პროცედურები, დროში შეზღუდვა და ა. შ..

სამედიცინო ავიაციის პრიორიტეტი – პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება უახლოესს სამედიცინო ცენტრში. ჩარტერული ოპერატორის მიწისზედა სამსახური, რომელიც ახორციელებს, მაგალითად, მწოლიარე ავადმყოფების ავიაგადაზიდვას, პაციენტის ისტორიის გაცნობის შემდეგ იწყებს ოპტიმალურად ხელსაყრელი ტრასპორტის მომზადებას, რომელიც აღჭურვილია აუცილებელი ტექნიკითა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალით, რომელიც გაყვება პაციენტს მთელი ფრენის განმავლობაში.

სამედიცინო რეპატრიაციის მომსახურების გამწევი ოპერატორის სერვისი

არსებობს სამედიცინო რეპატრიაციის რიგი სხვა ურთიერთდაკავშირებული სამსახური. ასე, მაგალითად, ზოგიერთ ოპერატორს ჰყავს თარჯიმანთა შტატი, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ენაზე საუბარი და ექიმებთან/კლინიკებთან მუშაობის კოორდინაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მიიღონ ინფორმაცია პაციენტის თაობაზე და მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა. სამედიცინო რეპატრიაციის და ავადმყოფების ავიაგადაზიდვის უსაფრთხოებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პაციენტის ნათესავები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ არიან სამედიცინო მუშაკები კარგად გათვითცნობიერებულნი არიან მათი ახლობლების მდგომარეობაში. მათთან საუბრისა და ავადმყოფობის ისტორიის გაცნობის შემდეგ ოპერატორი იღებს გადაწყვეტილებას ჰაერით ტრანსპორტირების შესაძლებლობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში რეისზე ამატებენ თანმხლებ ექიმებს, ხოლო მიწისზედა სამსახური აგვარებს სტაციონარულ კლინიკაში პაციენტის მიღების საკითხს.

Читайте также  АО «Спарго Технологии»: программное обеспечение «F3TAIL» готово к работе с ИС «Маркировка»

პაციენტისა და ბარგის გაყოლა

აგრეთვე სამედიცინო რეპატრიაციისათვის სასარგებლოა იცოდეთ თუ რამდენი ოჯახის წევრი გაყვება პაციენტს და დაზუსტდეს ბორტზე ნებადართული ბარგის რაოდენობა.

თუ თქვენ დაგრჩათ გარკვეული ეჭვები სამედიცინო რეპატრიაციასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV)-ს წარმომადგენლებს. უსიამოვნება ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, ამიტომ უმჯობესია გადადგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა მზად იყოთ ხვალინდელი დღისათვის!

ოლღა შოშინა

admin

Comments are closed.